Accessibility links

დღეს მთელ მსოფლიოში მილიონობით ქრისტიანი


დღეს მთელ მსოფლიოში მილიონობით ქრისტიანი ზეიმობს აღდგომის დღესასწაულს.

დღეს მთელ მსოფლიოში მილიონობით ქრისტიანი ზეიმობს აღდგომის დღესასწაულს.
წელს ყველა ქრისტიანი აღდგომას ერთ დღეს აღნიშნას. ასეთი რამ მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება. თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია საღამოს ათ საათზე დაიწყო და დილამდე გასტანა. ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორე გაუძღვა. რელიგიური რიტუალები იმართება იერუსალიმში, რუსეთში, ესპანეთში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და სხვაგან. რომის პაპი ბენედიქტე მე-16 კვირას, რომში წმიდა პეტრეს ტაძრის წინ გამოვიდა ტრადიციული სააღდგომო მიმართვით "ურბი ეტ ორბი" - ქალაქსა და მსოფლიოს. რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა მთავარი ყურადღება დაუთმო შეიარაღებულ კონფლიქტებს, რომელთაც ათასობით ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლება. პაპმა განსაკუთრებით გამოყო ერაყი, ავღანეთი, სომალი და ახლო აღმოსავლეთი.
XS
SM
MD
LG