Accessibility links

logo-print

ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის სარგებელი, საფრთხე და პერსპექტივა საქართველოსა და ევროპისათვის


სახელისუფლებო კრიზისი, რომელმაც

უკრაინაში პიკს მიაღწია, ანალიტიკოსთა შეფასებით, გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობამ არა მხოლოდ ქვეყნის შიდა მოწყობის, არამედ, საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ამ ფონზე საინტერესო იყო უკრაინის უფლებაშეჩერებული პარლამენტის განცხადება, რომელშიც დაგმობილია ჩეხეთსა და პოლონეთში ანტისარაკეტო სისტემის განლაგების პენტაგონისეული გეგმა. თუმცა, უკრაინა რატომღაც არ აპროტესტებს მის ტერიტორიაზე არსებული ორი რუსული რადიოსალოკაციო სადგურის არსებობის ფაქტს, რაზეც ამ დღეებში მეტად საინტერესო სტატია გამოქვეყნდა ავტორიტეტულ სამხედრო გამოცერმა “დეფენს ექსპრესში”. კიევში მყოფი ჩვენი კოლეგა კობა ლიკლიკაძე, შეხვდა და ესაუბრა სტატიის ავტორს, სამხედრო მიმოხილველ მიხაილო სამუსს, რომელმაც ბევრი საყურადღებო ინფორმაცია მიაწოდა ამერიკული სანტისარაკეტო სისტემის სარგებელსა და საფრთხეზე ევროპისა და საქართველოსთვის.

უკრაინის პარლამენტის ანტიკრიზისული კოალიცია კატეგორიული წინააღმდეგია ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის განლაგებისა პოლონეთსა და ჩეხეთში და კოალიცია ყველაფერს უკრაინელ ხალხზე ზრუნვით ხსნის. ირანის მხრიდან ევროპაზე განხორციელებული დაბომბვის შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებულ მაღალტექნოლოგიურ ობიექტებს და ატომურ სადგურებს დააცვივდებათ რაკეტების ნამსხვრევები, - ასეთია უკრაინის პარლამენტის იმ ნაწილის არგუმენტი, რომელიც დათხოვნის მიუხედავად კვლავ აგრძელებს მუშაობას. თუმცა, დამოუკიდბელელი სამხედრო ექსპეტრი მიხაილო სამუსი უკრაინისთვის პირდაპირ ეკოლოგიურ საფრთხეს გამორიცხავს.



[მიხაილო სამუსი] “ანტისარაკეტო სისტემები, როგორც თავად ამერიკელები აცხადებენ, მუშაობენ “პირდაპირი მოხვედრის” პრინციპით და არა ისე, როგორც მოქმედებს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ს-300 და ს-200. ფაქტობრივად, ეს არის ზედმიწევნით ზუსტი ქობინები, რომლებსაც ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად 200 კილომეტრის სიმაღლეზე უშვებენ. ამიტომ ამერიკელები ამშვიდებდნენ უკრაინელებს, რომ ბალისტიკური რაკეტის განადგურების შემთხვევაში მისი ნარჩენები უჰაერო სივრცეში დარჩება და დედამიწის ზედაპირს არ დააზიანებს."

თუმცა, ეკოლოგიური საფრთხე არსებობს უშუალოდ იმ ქვეყნისათვის, ამ შემთხვევაში ჩეხეთეისათვის, სადაც 2011 წლისათვის იგეგმება ამ სარაკეტო სისტემის ერთ-ერთი კომპონენტის, სტრატეგიული რადიოლოკაციური სისტემის მშენებლობა. მიხაილო სამუსის თქმით, მსგავსი სადგური რადიაციის მუდმივი წყაროა.

[მიხაილო სამუსის ხმა] “რაც შეეხება ეკოლოგიურ საკითხს, რა თქმა უნდა, საჰაერო თავდაცვის რაკეტები ეს უწყინარი იარაღია, ქობინებია, რომლებიც რაღაც მიზნის გასანადგურებლად მიფრინავს. რადიოსალოკაციო სადგურები კი მუდმივად მუშაობენ და მუდმივად ასხივებენ მავნებელ ტალღებს, რომლებიც სხვადასხვა სპეციალისტების დასკვნით, შესაძლოა, საშიში იყოს ადამანისა და ეკოლოგიისთვის. და, ბუნებრივია, ოპოზიციაც და საზოგადოებაც ხმას იმაღლებს ასეთი ობიექტის განთავსების წიააღმდეგ, რაც პატარა ჩეხეთისათვის, შესაძლოა, საშიში იყოს.”

მიხაილო სამუსის თქმით, ლაპარაკი ისეთსავე რადილოკაციურ სადგურზე, როგორიც არის განლაგებული აზერბაიჯანში – გაბალის რაიონში და უკრაინაში- მუკაჩევოსა და სევასტოპოლში. თუმცა, ეს რადიოსალოკაციო სადგურები, რომლის არსებობასაც ყველა შეგუებულია, რუსეთს ეკუთვნის და ევროპის წინააღმდეგ მოქმედებს. თუმცა, ამერიკის ახალი გლობალური ანტისარაკეტო პროექტი მიმართულია არა რუსეთის, არამედ აღმოსავლეთის დიქტატორული რეჟიმებისგან მომდინარე ბირთვული საფრტხის აღსაკვეთად, მიიჩნევს უკრაინელი ექსპერტი.

[მიხაილო სამუსი] “ამ სისტემის ელემენტები ჩეხეთსა და პოლონეთში, გლობალური ანტისარაკეტო სისტემის ელემენტებია, რომელიც იქმნება ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე - იმ პირობებში, როდესაც იზრდება ბირთვული სარაკეტო იარაღის გავრცელების საფრთხე. უფრო ზუსტად, ამერიკა ცდილობს შექმნას გლობალური ანტისარაკეტო სისტემა მიწისზედა კომპონენტების და თანამგზავრების გამოყენებით, რომელიც წინ უნდა აღუდგეს ნებისმიერ შესაძლებლობას ახლო აღმოსავლეთში, სადაც დიქტატორული ქვეყნები გარკვეული დროის შემდეგ ბირთვულ იარაღს შექმნიან.”

სამხედრო გაზეთ “დეფენს ექსპრესში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში მიხაილო სამუსი ყურადღებას ამახვილებს ამერიკული სარაკეტო სისტემის მეორე რადიოლოკაციურ სადგურზე, რომელიც წინასწარი ვარაუდით კავკასიაში დაიდებს ბინას. უკრაინელი ექსპერტის თქმით, ყველა ფაქტორის გათვალისიწინებით, ეს კომპონენტი შესაძლოა საქართველიოში განლაგდეს, რასაც საქართველოს უსაფრთხოების ზრდა მოჰყვება.

[მიხაილო სამუსი]” ამერიკის შეერთებული შტატები ამით საქართველოს ფაქტობრივად თავის უსაფრთხოების ქოლგას გადააფარებს. სტრატეგიული უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს პროექტი საქართველოსთვის სასარგებლო იქნება.”

მაგრამ თუკი რადიოლოკაციური სადგური მუდმივი გამოსხივების რეჟიმში მოქმედებს, ხომ არის მისი განლაგება გაუმართლებელი საზღაური, თუნდაც სტარტეგიული უსაფრთხოების სანაცვლოდ? უკრაინელი ექსპერტის მიხაილო სამუსის თქმით, ასეთი რისკი არსებობს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში იგი შესაძლოა მინიმალური იყოს.

[მიხაილო სამუსის ხმა] “ეკოლოგიურ საფრთხეებს რაც შეეხება, ისევ და ისევ ზოგიერთის შეფასებით, ასეთი რადიოსალოკაციო სადგური, უკეთესია განლაგდეს მთიან რაიონში, რადგან მთებს შეუძლია შეამციროს ან საერთოდ გამორიცხოს ეკოლოგიური ზიანი. რადგან ასეთ შემთხვევაში, მავნე გამოსხივება ასხლეტილი იქნება მთის მასივის მიერ.”


მას შემდეგ, რაც 11 მარტს კოდორის ხეობა კვლავ დაიბომბა რუსეთის ავიაციის მხრიდან, ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, შეუძლია თუ არა ამერიკულ ანტსარაკეტო სისტემის რადისაოლოკაციო სადგურებს აღმოაჩინონ მსგავსი მფრინავი ობიექტები.

“შეუძლებელია”, ამბობს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, ჟურნალ “დეფენს ექსპრესის” უფროსი კორესპონდენტი მიხაილო სამუსი. მისი თქმით, მსგავსი სალოკაციო სადგურები არ მუშაობს 3-4 ათას კილომეტრზე, მათ უფრო გლობალური ამოცანები აქვთ. დაბალ სიმაღლეზე მოქმედი მფრივანი ობიქეტების აღმოსაჩენად კი საჭიროა სხვა ტიპის საშუალო და მცირე სიშორის სალოკაციო სადგურები. ამიტომ სტრატეგიულ სალოკაციო სადგურები ძნელად თუ შეძლებდნენ აღმოეჩინათ ის ვერტმფრენები, რომლებიც კოდორის ხეობას ბომბავდნენ.
XS
SM
MD
LG