Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერაყში სულ ცოტა 20


დღეს ერაყში სულ ცოტა 20 ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებებსა და თავდასხმებს.

დღეს ერაყში სულ ცოტა 20 ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებებსა და თავდასხმებს.
ქალაქ მაჰმუდიაში, ბაღდადის სამხრეთით, აფეთქები შედეგად 15 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. კიდევ 4 ადამიანი ემსხერპლა დანაღმული ავტომობილის აფეთქებას ერაყის დედაქალაქში. ქალაქ ადჰამიაში გზის პირას ჩადებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა პოლიციელი. ამერიკის სამხედრო სარდლობა იტყობინება, რომ შაბათს ამერიკის ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში. ორშაბათს ბაღდადში ერთი დღით იკრძალება ავტოტრასპორტის მოძრაობა. ეს ზომა მიიღება კოალიციის ჯარების მიერ ერაყის დედაქალაქის აღების მე-4 წლისთავთან დაკავშირებით.


XS
SM
MD
LG