Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა თალიბებმა მოკლეს მძევალი, იტალიელი


ავღანელმა თალიბებმა მოკლეს მძევალი, იტალიელი ჟურნალისტის, დანიელე მასტროჯაკომოს თარჯიმანი.

ავღანელმა თალიბებმა მოკლეს მძევალი, იტალიელი ჟურნალისტის, დანიელე მასტროჯაკომოს თარჯიმანი.
თავად მასტროჯაკომო ახლახან გაათავისუფლეს ტყვეობიდან, მაგრამ გამტაცებელთა ხელში დარჩა ორი ავღანელი, ჟურნალისტის თარჯიმანი და მძღოლი. მოძრაობა თალიბანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მძევალი მოკლულ იქნა, ვინაიდან ავღანეთის ხელისუფლებამ არ შეასრულა მოთხოვნა და ციხიდან არ გაათავისუფლა რამდენიმე მეამბოხე. ამ დღეებში თალიბებმა ავღანეთში გაიტაცეს კიდევ ხუთი მძევალი, მათ შორის საფრანგეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ორი თანამშრომელი.
XS
SM
MD
LG