Accessibility links

logo-print

ირანმა გამოაცხადა, რომ ურანის წარმოებამ


ირანმა გამოაცხადა, რომ ურანის წარმოებამ ამ ქვეყანაში სამრეწველო დონეს მიაღწია,

ირანმა გამოაცხადა, რომ ურანის წარმოებამ ამ ქვეყანაში სამრეწველო დონეს მიაღწია,
ისე, რომ მსოფლიოს დიდ სამხელწიფოებს აღარ შეეძლებათ ირანის ბირთვული აქტიურობის შეჩერება. ამის შესახებ განაცხადეს ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა და ირანის ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ფოლამ რეზა აღაზადემ
აღაზადემ ნატანზის ურანის გამდიდრების სადგურში შეკრებილებთ გაუნცხადა, “ღვთის მუდმივი მადლით ურანის გამდიდრების პროექტმა სამრეწველო დონეს მიაღწია და აქ ამის საზეიმოდ შევიკრიბეთ”.
სახელმწიფო უშიშროების მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხად, რომ თეირანი მზად არის თავისი ატომური პროგრამის გარშემო გაგების მიღწევისთვის რეალური მოლაპარაკებისთვის.
რეაქცია
ირანის ამ განცხადებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა მსოფლიოში. თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ირანი არ ემორჩილება საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნას. ბრიტანეთმა შეშფოთება გამოთქვა ირანმს მტკიცების გამო და მოუწოდა მას შეწყვიტოს ურანის გამდიდრება დაუყოფნებლივ. გაერომ თეირანს თავისი მოთხოვნების სრულად შესრულებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG