Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ არ დაუშვებს


ირანი აცხადებს, რომ არ დაუშვებს ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერებას

ირანი აცხადებს, რომ არ დაუშვებს ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერებას
და მსოფლიოს მოუწოდებს, შეეგუოს ახალ რეალობას. მოტაკის ხმა "მე ვფიქრობ, საპირისპირო მხარემ უნდა გააცნობიეროს ახალი რეალობა და თუკი რამე ახალი აქვთ სათქმელი, ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ სრულ, ფართო მასშტაბის მოლაპარაკებებში წინაპირობების გარეშე, რათა გამოსავალი გამოინახოს ბირთვული ენერგიის საკითხებთან დაკავშირებით," განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ. გუშინ პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გამოაცხადა, რომ ირანს უკვე შესწევს უნარი, ბირთვული საწვავი სამრეწველო დონეზე აწარმოოს. შერთებული შტატები და ევროპის კავშირი განუხრელად მოუწოდებენ ირანს, შეწყვიტოს ურანის გამდიდარების პროგრამა.
XS
SM
MD
LG