Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისის

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისის
მოგვარება მხოლოდ დემოკრატიული გზით, ახალი არჩევნებით შეიძლება. იუშჩენკომ ასევე თქვა, რომ ის დარწმუნებულია, რომ უკრაინელებს შეუძლიათ კრიზისი თვითონ მოაგვარონ.
კიევში ერთმანეთის პარალელურად აქციებს მართავენ მმართველი კოალიციის - ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრეები და პრეზიდენტის მხარდამჭერები. კიევში არიან რუსი და პოლონელი დიპლომატები, რომლებიც უკრაინის მთავრობასთან ერთად კრიზისის მოგვარების გზებს განიხილავენ. პარლამენტის დაშლის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილების კანონიერების განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო 17 აპრილისთვის გეგმავს.
XS
SM
MD
LG