Accessibility links

logo-print

დღეს დილას ერევანში ორი ბომბი


დღეს დილას ერევანში ორი ბომბი აფეთქდა პარტია “აყვავებული სომხეთის” ოფისებში.

დღეს დილას ერევანში ორი ბომბი აფეთქდა პარტია “აყვავებული სომხეთის” ოფისებში.
აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ დაზიანდა ორი ოფისი ერევანში. ჩვენი რადიოს სომხურ სამსახურთან ინტერვიუში პარტია აყვავებული სომხეთის პრეს-მდივანმა, ბაღდასარ მჰერიანმა აფეთქებები "პროვოკაციად" მოიხსენია: [მჰერიანის ხმა] “ჩვენი აზრით, ამ პროვოკაციის მიზანი იყო დაძაბულობის შეტანა პოლიტიკურ ვითარებაში. "აყვავებული სომხეთი" აცხადებს, რომ ექსტრემისტების წინააღმდეგია და ყველას მოუწოდებს პოლიტიკური ბრძოლის ცივილიზებულად წარმართვისაკენ”. პრეს-მდივნის თქმით, მათს პარტიას მანამდე არავინ დამუქრებია. "აყვავებული სომხეთი" 2005 წელს დააარსა შეძლებულმა ბიზნესმენმა გაგიკ ცარუკიანმა. მისი პარტია პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს უწევს მხარდაჭერას. დაწყებულია გამოძიება.
XS
SM
MD
LG