Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტში მოწყობილი აფეთქების შედეგად


ერაყის პარლამენტში მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 8 ადამიანი, მათ შორის 2 პარლამენტარი

ერაყის პარლამენტში მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 8 ადამიანი, მათ შორის 2 პარლამენტარი
და დაიჭრა პარლამენტის მრავალი წევრი. ბაღდადში ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის კორესპონდენტი ლაილა აჰმადი პარლამენტის შენობიდან ახალი გასული იყო, როცა აფეთქების ხმა გაისმა: [აჰმადის ხმა] “შენობიდან გავდიოდით, დაახლოებით 14:30 იქნებოდა, თუ ცოტა უფრო გვიან, როცა ის ადგილი, ჩვენ სადაც ვიმყოფებოდით, ძლიერმა აფეთქებამ შეარყია. მერე შევიტყვეთ, რომ აფეთქება შენობაში მომხდარა, მაგრამ არ მოგვცეს უკან დაბრუნების უფლება და უსაფრთხოების მკაცრი ზომები შემოიღეს. ხალხს - პარლამენტში დასაქმებულებსა და ჟურნალისტებს - პარლამენტიდან გასვლა აეკრძალათ”. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დაგმეს აფეთქება, რომელიც, თვითმხილველების ჩვენების მიხედვით, როგორც ჩანს, თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო. პარლამენტში მოწყობილი აფეთქება ცხადჰყოფს უსაფრთხოების ხარვეზებს ბაღდადის ყველაზე უფრო უკეთ დაცულ ნაწილში ე.წ. "მწვანე ზონაში". ამ რაიონშია განთავსებული ერაყის მთავრობა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, ერაყის უმაღლესი სამხედრო ტრიბუნალი, აშშ-ისა და ბრიტანეთის საელჩოები. ბაღდადშივე დღეს თვითმკვლელმა მოიერიშემ სატვირთო ავტომანქანა ააფეთქა ხიდზე. დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი, თვით ხიდის ორი მთავარი სექტორი კი მდინარე ტიგროსზე ჩამოინგრა.
XS
SM
MD
LG