Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთს მოუწოდა


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთს მოუწოდა,

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთს მოუწოდა,
თავი შეიკავოს მეზობელ ერაყში ქურთი სეპარატისტების ბაზებზე იერიშებისაგან. სახელმწიფო დეპარტამენტის პერს-მდივან შონ მაკკორმაკის ეს კომენტარი მოჰყვა თურქეთის არმიის ხელმძღვანელის დღევანდელ განცხადებას, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაციის განხორციელებას ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ. მაკკორმაკის თქმით, ქურთი მეამბოხეები რეალურ საფრთხეს უქმნიან ანკარის მთავრობას და საჭიროა ამ საკითხის მოგვარება, მაგრამ, ასევე მაკკორმაკის თქმით, ერაყში შეჭრის ნაცვლად მიზანშეწონილია ამ საკითხზე თურქეთისა და ერაყის თანამშროლობა.
XS
SM
MD
LG