Accessibility links

logo-print

ბიშკეკში 10 000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა


ბიშკეკში 10 000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა

ბიშკეკში 10 000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა
ყირგიზეთის პრეზიდენტის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. საპროტესტო აქციები ბიშკეში ზედდიზედ მეასმე დღე იმართება. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტების რიცხვი 5 000-ს შეადგენდა, მაგრამ მოგვიანებით, ჩვენი რადიოს ყირგიზული სამსახურის ინფორმაციით, 10 000-მდე გაიზარდა. როგორც შეკრებილებს უთხრა ოპოზიციის ლიდერმა ომურბეკ ტეკებაევმა, პოლიციამ 150-მდე დემონსტრანტი დააკავა. დემონსტრანტები გადადგომისაკენ მოუწოდებენ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევს - ადანაშაულებენ იმაში, რომ არ განახორციელა დაპირებული რეფორმები.
XS
SM
MD
LG