Accessibility links

logo-print

რუსეთის პარლამენტმა დაგმო აშშ-ის სახელმწიფო


რუსეთის პარლამენტმა დაგმო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიში,

რუსეთის პარლამენტმა დაგმო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიში,
რომელშიც გაკრიტიკებულია რუსეთში ადამიანის უფლებების ხელყოფა და დემოკრატიის დაბალი ხარისხი. სახელმწიფო სათათბირომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ანგარიში მოხსენიებულია როგორც რუსეთის საშინაო საქმეებში აშშ-ის ჩარევის მზარდი ძალისხმევის შემადგენელი ნაწილი. სათათბიროს საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციათა კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი პოპოვის შეფასებით, ანგარიშის მეშვეობით აშშ ზეწოლას ახდენს რუსეთში მოახლოებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. [პოპოვის ხმა] “ჩვენი აზრით, შეერთებული შტატების პოზიცია, რომელსაც წარმოაჩენენ ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის პრინციპების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მცდელობად, სინამდვილეში არის არჩევნების წინ რუსეთზე ზეწოლის შენიღბული მცდელობა.” რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომაც დაგმო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც, რუსი პარლამენტარების შეფასებით, რუსეთში დემოკრატიის პროვოკაციულ შეფასებებს მოიცავს.
XS
SM
MD
LG