Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტისას შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტისას შეხვდა ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის,

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტისას შეხვდა ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის,
აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს ერაყში ქართული კონტინგენტის გაზრდასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების შეთანხმება. იქვე ნოღაიდელმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ საქართველოს ტერიტორიაზე თავისი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტების განთავსებას გეგმავს. ნოღაიდელის განცხადებით, ვაშინგტონს ასეთი ინიციატივით თბილისისთვის არ მიუმართავს.
XS
SM
MD
LG