Accessibility links

გაეროში რუსეთის ელჩი ვიტალი ჩურკინი


გაეროში რუსეთის ელჩი ვიტალი ჩურკინი კმაყოფილია იმით, რომ გაეროს უშიშროების საბჭო,

გაეროში რუსეთის ელჩი ვიტალი ჩურკინი კმაყოფილია იმით, რომ გაეროს უშიშროების საბჭო,
მოსკოვის წინადადების შესაბამისად, აპირებს კოსოვოში ვითარების შემსწავლელი დელეგაციის გაგზავნას, ვიდრე მიიღებდეს გადაწყვეტილებას კოსოვოს საბოლოო სტატუსზე. გაეროს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარის, ბრიტანეთის ელჩ ემირ ჯოუნს პერის განმარტებით, დელეგაცია აპრილის ბოლო კვირაში ჩავა კოსოვოში. დელეგაციას გაეროში ბელგიის ელჩი, იოჰან ვერბეკე უხელმძღვანელებს. გაეროს უშიშროების საბჭოს სამი მუდმივი წევრი - აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი - ემხრობა კოსოვოში გაეროს საგანგებო წარგზავნილის, მარტი აჰტისაარის რეკომენდაციას, რომ კოსოვოს “შეზღუდული დამოუკიდებლობის” სტატუსი მიენიჭოს. გაეროს უშიშროების საბჭოს ორი დანარჩენი მუდმივი წევრი, რუსეთი, გარკვეულწილ ჩინეთიც, ეწინააღმდეგებიან აჰტისაარის წინადადებას.
XS
SM
MD
LG