Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად მიემხრო


გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად მიემხრო აფხაზეთში სამეთვალყურეო მისიის გაგრძელებას კიდევ 6 თვით

გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად მიემხრო აფხაზეთში სამეთვალყურეო მისიის გაგრძელებას კიდევ 6 თვით
- 2007 წლის 15 ოქტომბრამდე. რეზოლუცია დადებითად შეაფასა გაეროში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ალასანიამ. მისი შეფასებით, რეზოლუცია მთლიანობაში ადეკვატურად ასახავს ვითარებას ზემო აფხაზეთში და ძალიან მნიშვნელოვანია ის ელემენტი,რომ უშიშროების საბჭო აღიარებს საქართველოს პროგრესს წინა, 1716-ე რეზოლუციის განხორციელების საქმეში. პარასკევს მიღებული რეზოლუცია შეაქო გაეროში რუსეთის ელჩმა, ვიტალი ჩურკინმაც. [ჩურკინის ხმა] “ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რეზოლუცია საქართველოს მხარეს მოუწოდებს, რაც შეეხება კოდორის ხეობის ზემო ნაწილსა და იქ შექმნილ ვითარებას, რომ შეასრულოს 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებები. ის მოუწოდებს აგრეთვე აფხაზურ მხარეს თავშეკავება გამოიჩინოს კოდორის ხეობის ზემო ნაწილში საქართველოს მხარის ვალდებულებებთან დაკავშირებით”.
XS
SM
MD
LG