Accessibility links

ბრიტანეთში ემიგრირებულმა რუსმა მულტიმილიონერმა, ბორის


ბრიტანეთში ემიგრირებულმა რუსმა მულტიმილიონერმა, ბორის ბერეზოვსკიმ

ბრიტანეთში ემიგრირებულმა რუსმა მულტიმილიონერმა, ბორის ბერეზოვსკიმ
ჩვენი რადიოს რუსულ სამსახურთან სატელეფონო ინტერვიუში დააზუსტა, რა იგულისხმა ბრიტანეთის გაზეთ “გარდიანთან” ინტერვიუში, რომელსაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა. “გარდიანმა” გუშინდელ ნომერში დაბეჭდა ბერეზოვსკისთან ინტერვიუ, რომელშიც ის გამოდის ძალის გამოყენების მოწოდებით რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმის დასამხობად. ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ბერეზოვსკი რუსეთში დანაშაულებრივ რეჟიმზე ლაპარაკობს და ირწმუნება, რომ არჩევნების გზით შეუძლებელია პუტინის რეჟიმის შეცვლა. რაც შეეხება ძალას, რომლის გამოყენების მოწოდებითაც ის გამოვიდა, ბერეზოვსკი, მისივე განმარტებით გულისხმობს მასობრივ საპროტესტო აქციებს, როგორც 2003 წელს საქართველოში, მომდევნო წელს კი უკრაინაში მოეწყო. გუშინდელ პუბლიკაციას "გარდიანში" (ბორის ბერეზოვსკის გამოსვლას ძალადობისაკენ მოწოდებით) მწვავე რეაქცია მოჰყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიტანეთს ბერეზოვსკის ექსტრადიციისაკენ მოუწოდა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგარეტ ბეკეტმა კი დაგმო მოწოდება რუსეთში მთავრობის ძალისმიერი გზით დამხობისაკენ.
XS
SM
MD
LG