Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიშკეკში ისევ შეიკრიბნენ ოპოზიციის მომხრეები


ბიშკეკში ისევ შეიკრიბნენ ოპოზიციის მომხრეები ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების

ბიშკეკში ისევ შეიკრიბნენ ოპოზიციის მომხრეები ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების
და საკონსტიტუციო რეფორმის მოთხოვნით. დემონსტრანტები სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო კორპორაციის ოფისთან მივიდნენ და ჟურნალისტების მიერ დემონსტრაციის ობიექტურად გაშუქებაც მოითხოვეს. შემდეგ დემონსტრანტები ისევ ცენტრალურ ალტუს მოედნისკენ გაეშურნენ. ჩვენი რადიოს ყირგიზული სამსახურის ინფორმაციით, დემონსტრაციის დროს ჩხუბი ატყდა, რომელშიც 200-მდე კაცი იყო გახვეული. ამ დაპირისპირების შემდეგ დემონსტრანტებს მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოლოტბეკ ნოგოიბაევმა და განაცხადა, რომ ის, ვისაც ძალადობის პროვოცირების პასუხისმგებლობა ეკისრება, მართლმსაჯულების წინაშე წარდგება. ყირგიზეთის პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევს ოპოზიცია აკრიტიკებს კორუფციის წინააღმდეგ უმოქმედობის და პრეზიდენტის ძალაუფლების შემზღუდავი რეფორმის განხორციელებაზე უარის გამო.
XS
SM
MD
LG