Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა


პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა დღეს გამოაცხადა,

პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა დღეს გამოაცხადა,
რომ იქმნება ეროვნული უსაფრთხოების ახალი საბჭო. საბჭო უხელმძღვანელებს პალესტინურ ტერიტორიებზე წესრიგისა და კანონიერების აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას. მისი თავმჯდომარე იქნება თავად აბასი, მოადგილე - მთავრობის თავმჯდომარე და ექსტრემისტული მოძრაობა ჰამასის ლიდერი ისმაილ ხანია. მაჰმუდ აბასის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ქალაქ ღაზაში აფეთქდა ქრისტიანული ბიბლიოთეკა და ინტერნეტ-კაფე. ორივე შენობა სერიოზულად დაზიანდა. ჯერჯერობით არავის აუღია საკუთარ თავზე მომხდარისთვის პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG