Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს განაგრძო


უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს განაგრძო პარლამენტის დათხოვნის შესახებ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს განაგრძო პარლამენტის დათხოვნის შესახებ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს
ბრძანებულების კანონიერების განხილვა. სასამართლოს შენობის გარშემო ათი ათასამდე ადამიანმა პიკეტი გამართა. დღეს დილით მილიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები შეეცადნენ, დაერბიათ დემონსტრაცია. უმაღლესი რადის რამდენიმე დეპუტატმა პარტია "ჩვენი უკრაინიდან" და იულია ტიმოშენკოს ბლოკიდან განაცხადა, რომ ისინი სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ამას. კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე მმართველი კოალიციის შვიდი ათასზე მეტმა მომხრემ მიტინგი მოაწყო.

XS
SM
MD
LG