Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი ბაღდადში ჩავიდა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი ბაღდადში ჩავიდა.
გეიტსის ვიზიტი წინასწარ არ ყოფილა გამოცხადებული. იგი ახლო აღმოსავლეთში მართავს ტურნეს. დღეს ისრაელში გამოსვლისას მან თქვა, რომ ერაყის ხელმძღვანელობისთვის აპირებს თქმას, რომ ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ვალდებულებები უვადო არ არის. დღეს ბაღდადში მორიგ აფეთქებას ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ოთხშაბათს დაიღუპა ამერიკის სამი სამხედრო მოსამსახურე. გუშინ ბაღდადში თავდასხმების სერიას 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ერაყის დედაქალაქში ყველაზე მსხვერპლიანი დღე იყო მას მერე, რაც შეერთებული შტატების მეთაურობით უსაფრთხოების ოპერაცია დაიწყო თებერვალში.
XS
SM
MD
LG