Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთისა და პაკისტანის ჯარისკაცებს შორის


ავღანეთისა და პაკისტანის ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა ორი ქვეყნის საზღვრის იმ მონაკვეთზე,

ავღანეთისა და პაკისტანის ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა ორი ქვეყნის საზღვრის იმ მონაკვეთზე,
რომელიც მხარეებს შორის უთანხმოებას იწვევს - ავღანელი ჯარისკაცები ანგრევდნენ საზღვარზე პაკისტანის მიერ აგებული კედლის ნაწილს. ქაბულში ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს მას შემდეგ, რაც მათ ხუთშაბათს დილას ესროლეს პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლებმა. მაგრამ პაკისტანის მხარე ირწმუნება, რომ ავღანელებმა წამოიწყეს იერიში პაკისტანის ჯარისკაცებზე, რომელთაც არანაირი პროვოკაცია არ მოუწყვიათ და საზღვრის პაკისტანურ მხარეზე იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG