Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ის მზად


უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ის მზად არის გააუქმოს ბრძანებულება პარლამენტის დათხოვნის შესახებ,

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ის მზად არის გააუქმოს ბრძანებულება პარლამენტის დათხოვნის შესახებ,
თუ პარლამენტარები გარკვეულ პოლიტიკურ რეფორმებს განახორციელებენ. პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ამ საკითხზე ისაუბრა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩთან მოლაპარაკების შემდეგ გაიმართა. [იუშჩენკოს ხმა] “მზად არის პრეზიდენტი, გააუქმოს ბრძანებულება (პარლამენტის დათხოვნის შესახებ)? მინდა დაბეჯითებით განვაცხადო, რომ საამისოდ bt მზად ვარ, თუ სახეზეა დროის მოკლე მონაკვეთისთვის განსაზღვრული პოლიტიკური კომპრომისების პაკეტი”.
პრეზიდენტმა იუშჩენკომ 2 აპრილს დაითხოვა პარლამენტი და დანიშნა ვადამდელი არჩევნები 27 მაისისთვის. მაგრამ პრემიერ-მინისტრი იანუკოვიჩი ამ ზომას უკანონოდ მიიჩნევს. ამ საკითხს ამჟამად უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს.
XS
SM
MD
LG