Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის ევრონული უსაფრთხოების კომიტეტმა დაიბარა


ყირგიზეთის ევრონული უსაფრთხოების კომიტეტმა დაიბარა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი

ყირგიზეთის ევრონული უსაფრთხოების კომიტეტმა დაიბარა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი
ხუთშაბათს ბიშკეკში მომხდარ არეულობაში მათს მიერ შესრულებული როლის დასადგენად. ოპოზიციური ორგანიზაციის, "ერთიანი ფრონტი ყირგიზეთის ღირსეული მომავლისთვის" ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფელიქს ყულოვმა უარი თქვა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში გამოცხადებაზე. ჩვენი რადიოს ყირგიზული სამსახურის ინფორმაციით, როცა სამართალდამცველებმა ყულოვს შინ მიაკითხეს, ამ უკანასკნელის მომხრეებმა პოლიციელებს არ მისცეს ყულოვის წაყვანის შესაძლებლობა. წუხელ ბიშკეკში ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. სულ მცირე, 34 დემონსტრანტი დააკავეს მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა ქვები და ბოთლები დაუშინეს პოლიციელებს. ყირგიზეთის ხელისუფალთა განცხადებით, მოქალაქეებს შეუძლიათ დემონსტრაციებზე შეკრება და პროტესტის გამოთქმა, ოღონდ კანონის ფარგლებში.
XS
SM
MD
LG