Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს


უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს შორის გარკვეული

უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს შორის გარკვეული
კომპრომისის პერსპექტივის გამოკვეთის მიუხედავად, კიევის ქუჩებში დღეს ორი დაპირისპირებული გუნდის მომხრე ათასობით ადამიანი გავიდა, და საპროტესტო აქციებში მიიღო მონაწილეობა. პარასკევს, 20 აპრილს, პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა, რომ მზად არის შეაჩეროს თავისი ბრძანება პარლამენტის დათხოვნის შესახებ - იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო პროცედურებსა და საარჩევნო კანონში დეპუტატები შესწორებებს შეიტანენ:
[იუშჩენკოს ხმა]: ”არის თუ არა პრეზიდენტი მზად იმისათვის, რომ გააუქმოს ბრძანება? მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამისათვის მზად ვარ - თუკი დროის კონკრეტულ, მოკლე პერიოდში პოლიტიკური კომპრომისების პაკეტს შევიმუშავებთ”. პრემიერ მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც პრეზიდენტის ბრძანების შესრულებაზე უარს აცხადებდა, ამბობს, რომ ის და პრეზიდენტი კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას მომავალ კვირაში გეგმავენ.
იუშჩენკომ პარლამენტის დათხოვნის შესახებ ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც მმართველი კოალიცია ოპოზიციონერი დეპუტატების უკანონო გადაბირებაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG