Accessibility links

logo-print

თალიბანის მებრძოლებმა საფრანგეთს და ქაბულს


თალიბანის მებრძოლებმა საფრანგეთს და ქაბულს ერთი კვირა

თალიბანის მებრძოლებმა საფრანგეთს და ქაბულს ერთი კვირა
მისცეს ჰუმანიტარული დახმარების სფეროში მომუშავე ორი ფრანგის გადასარჩენად, რომლებიც მძევლად ჰყავთ აყვანილი. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისლამისტი ექსტრემისტები საფრანგეთისგან მოითხოვენ გაიყვანოს ჯარი ავღანეთიდან. ავღანეთის მთავრობას კი უყენებენ მოთხოვნას, გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი თალიბანის რამდენიმე წევრი. საფრანგეთი, რომელსაც ქაბულის გარშემო 1,100 ჯარისკაცი ყავს განთავსებული, აცხადებს, რომ ულტიმატუმს განიხილავს. ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ, გასულ თვეში თქვა, რომ ქვეყანაში პატიმრების გაცვლის ოპერაცია აღარ შესრულდება - მას შემდეგ, რაც მძაფრი კრიტიკა მოჰყვა თალიბანის წევრების გაცვლას გატაცებულ იტალიელ ჟურნალისტში.
XS
SM
MD
LG