Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში


საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის კანდიდატი, ნიკოლა სარკოზი და სოციალისტი

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის კანდიდატი, ნიკოლა სარკოზი და სოციალისტი
სეგოლენ რუაიალი გადიან. წინასწარი მონაცემებით, დღევანდელ ტურში ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნიკოლა სარკოზიმ ხმების დაახლოებით 30 პროცენტი მოიპოვა. 52 წლის სარკოზიმ დღეს მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა, და განუცხადა, რომ სურს ფრანგებს ”ახალი ოცნების” განხორციელებაში გაუძღვეს წინ. სეგოლენ რუაიალმა, რომელსაც იმედი აქვს, რომ საფრანგეთის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება, ხმების დაახლოებით 26 პროცენტი მიიღო. 53 წლის სოციალისტმა მომხრეებს უთხრა, რომ სურს განახლებული საფრანგეთი იხილოს - რომელიც მოქალაქეების დამცველიც იქნება, და დინამიკური ქვეყანაც. ცენტრისტმა ფრანსუა ბეირომ, წინასწარი მომაცემებით, ხმების დაახლოებით 18 პროცენტი მიიღო. რადიკალმა მემარჯვენემ, ჟან-მარი ლე პენმა კი - დაახლოებით 11 პროცენტი. მეორე ტურის ჩატარება 6 მაისს იგეგმება. დღევანდელი არჩევნები ამომრჩევლის ძალიან მაღალი აქტივობით ჩატარდა - აქტივობამ თითქმის 84 პროცენტი შეადგინა.
XS
SM
MD
LG