Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური ორგანიზაცია "წინ საქართველოს" ლიდერს


პოლიტიკური ორგანიზაცია "წინ საქართველოს" ლიდერს ირაკლი ბათიაშვილს

პოლიტიკური ორგანიზაცია "წინ საქართველოს" ლიდერს ირაკლი ბათიაშვილს
წაყენებული ორი ბრალდებიდან ერთი - "დანაშაულის შეუტყობინებლობა" - მოეხსნა. ბრალის ახალი ფორმულირება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა პროკურორმა ირაკლი კობიძემ, რომლის განმარტებით, ბათიაშვილს დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლი მოეხსნა და ბრალს მას ახლა მხოლოდ ერთი მუხლით უყენებენ. ეს მუხლი ამბოხების ინტელექტუალური მხარდაჭერაა. გარდა ამისა, მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი, რომელიც დღეს უნდა დაწყებულიყო, 30 აპრილისთვის გადადო. ადვოკატები და თავად ბათიაშვილიც პროცესის გადადებას საქმის მასალების გასაცნობად ითხოვდნენ. ირაკლი ბათიაშვილი 2006 წლის 29 ივლისს დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა. მას კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ამბოხებული ემზარ კვიციანის ინტელექტუალური მხარდაჭერა ედება ბრალად.
XS
SM
MD
LG