Accessibility links

logo-print

დღეს ასტანაში ხელმოწერილ იქნა შეთანხმება


დღეს ასტანაში ხელმოწერილ იქნა შეთანხმება კორუფციასთან ბრძოლაში დსთ-ის წევრი ქვეყნების

დღეს ასტანაში ხელმოწერილ იქნა შეთანხმება კორუფციასთან ბრძოლაში დსთ-ის წევრი ქვეყნების
გენერალური პროკურატურების თანამშრომლობის შესახებ. როგორც ჟურნალისტებს ყაზახეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს, დოკუმენტი დსთ-ის ქვეყნების გენერალური პროკურორების საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაფორმდა.
ფორუმზე საქართველოს წარმოადგენდნენ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე კახა კობერიძე და თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პროკურორი ვარლამ გელაშვილი. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი. მხარეები თანამშრომლობის ტრანსნაციონალურ ფორმებზეც შეთანხმდნენ.
XS
SM
MD
LG