Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის ოფისმა მოხუცთა თავშესაფრების


სახალხო დამცველის ოფისმა მოხუცთა თავშესაფრების შემოწმება დაიწყო.

სახალხო დამცველის ოფისმა მოხუცთა თავშესაფრების შემოწმება დაიწყო.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მონიტორინგს ახორციელებს სპეციალურად შექმნილი რვაკაციანი ჯგუფი, რომელშიც იურისტები, ფსიქოლოგები და ექიმები შედიან. შემუშავდა სპეციალური კითხვარი ხანდაზმულთათვის, თავშესაფრის ადმინისტრაციისა და პერსონალისათვის. მონიტორინგის მიზანია თავშესაფრებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასება, პრობლემების გამოკვეთა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თავშესაფრების ადმინისტრაციებისადმი. მონიტორინგის დასრულებისთანავე სახალხო დამცველი გამოაქვეყნებს ანგარიშს ხანდაზმულთა თავშესაფრებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.
XS
SM
MD
LG