Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლონდონში


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლონდონში შეხვდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლონდონში შეხვდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს.
მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბლერმა განაცხადა, რომ საქართველო ბრიტანეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ბლერის თქმით, ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ და ამ კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მოღვაწეობა ერაყის სამშვიდობო ოპერაციებში. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ხდება ენერგოდერეფანი და რჩება სანდო პარტნიორად. რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებაზე საუბრისას, ბლერმა და სააკაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების მოგვარება. ამასთანავე, ტონი ბლერმა ბრიტანელ ბიზნესმენებს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG