Accessibility links

ვაშინგტონი და მოსკოვი გააგრძელებენ მსჯელობას


ვაშინგტონი და მოსკოვი გააგრძელებენ მსჯელობას ევროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის

ვაშინგტონი და მოსკოვი გააგრძელებენ მსჯელობას ევროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის
ელემენტების განთავსების შესახებ. დღეს ბერლინში, გერმანიის ლიდერებთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ, პენტაგონის ხელმძღვანელმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, რომ ნდობის განმტკიცების მიზნით, რუსეთს შესთავაზა, თავისი წარმომადგენლები შეერთებულ შტატებში გაგზავნოს - იქაური სარაკეტო და სარადარო აღჭურვილობის გასაცნობად. გარდა ამისა, რობერტ გეიტსმა აღნიშნა: [გეიტსის ხმა] "ჩვენ რამდენიმე შორს მიმავალი წინადადება გამოვთქვით, და ეჭვი არ მეპარება, რომ მოსკოვში ახლა მათს პასუხებზე მსჯელობენ. რუსებთან ამ თემაზე უკვე რამდენიმე წელია, მოლაპარაკება მიმდინარეობს. მაგრამ ისინი ამ საკითხს, როგორც ჩანს, ფორმალურად უდგებოდნენ. ახლა იმედი მაქვს, რომ გაგებით მოეკიდებიან ჩვენს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალის გამდიდრებისკენ - მოსკოვში გამართული დიალოგის წყალობით." ორშაბათს გეიტსი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს და თავდაცვის მინისტრს ანატოლი სერდიუკოვს.
XS
SM
MD
LG