Accessibility links

logo-print

ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა


ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის

ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის
მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს განცხადება სენატორმა გააკეთა ნიუ ჰემპშირის შტატში, საიდანაც ე.წ. "პრაიმერიზი" დაიწყება - დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ყრილობები, რომლებზეც პარტიები პრეზიდენტობის კანდიდატებს შეარჩევენ. მაკკეინს უკვე მეოთხე ვადით უკავია სენატორის პოსტი არიზონის შტატიდან. ის ვიეტნამის ომის მონაწილეა, ერთ ხანს იქ ტყვეობაშიც იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG