Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის შეშფოთებას, რომ აღმოსავლეთი ევროპის


მოსკოვის შეშფოთებას, რომ აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში

მოსკოვის შეშფოთებას, რომ აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში
შეერთებული შტატების ანტისარაკეტო სისტემის განთავსება რუსეთს სტრატეგიულ საფრთხეს შეუქმნის, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა, უსაფუძვლო უწოდა. ოსლოში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, რაისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოსკოვთან დიალოგისთვის კვლავაც მზადაა. პოლონეთში ინტერცეპტორის, და ჩეხეთის რესპუბლიკაში რადარის სისტემის განთავსების თაობაზე შეერთებული შტატების გეგმები ერთ-ერთი საკითხია, რომელიც ოსლოში ნატოს შეხვედრაზე უნდა განიხილონ. სავარაუდოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი - რომელიც ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას დაესწრება ოსლოში - იმ მიზეზებზე ისაუბრებს, რომელთა გამოც მოსკოვი ამ გეგმას ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG