Accessibility links

logo-print

“საკუთრების უფლების დაცვა არსებითად კონსტიტუციურ დონეზეა დასარეგულირებელი”


“საბაზრო ეკონომიკა და დემოკრატია კანონის უზენაესობის, საკუთრების ნათლად განსაზღვრული უფლებისა და ქმედითი სამართლებრივი სისტემის გარეშე არ არსებობს”

- ეს სიტყვები ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ მარტ ლაარს ეკუთვნის, რაც თავის დროზე საბჭოურიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის “საიდუმლოს” ძალიან კარგ ახსნად მიიჩნიეს საერთაშორისო ექსპერტებმა. მარტ ლაარისავე მოსაზრება გახლდათ ის, რომ საქართველოში საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტების გამო წარმოქმნილ გაუგებრობას ხელისუფლების მხრიდან უნდა მოჰყოლოდა საკანონმდებლო აქტი, რომელიც გაუმყარებდა ქვეყნის მოქალაქეებსა და უცხოელ ინვესტორებს რწმენას, რომ საქართველო მართლაც საბაზრო ეკონომიკის გზას მისდევს. თუმცა, ვიდრე პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის დეტალები გახდებოდეს ცნობილი, საინტერესოა, რამდენად სრულფასოვნად არის უზრუნველყოფილი საკუთრების უფლება საქართველოს დღეს არსებული კანონმდებლობით და სახელდობრ, კონსტიტუციით. საკითხის გასარკვევად ნინო გელაშვილმა მიმართა სამართლის დოქტორს, პროფესორ ზაზა რუხაძეს.

(იხ. აუდიოვერსია)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG