Accessibility links

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იაპ დე


ნატოს გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოფ სხეფერმა, დაადასტურა,

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოფ სხეფერმა, დაადასტურა,
რომ რუსეთი მზად არის გავიდეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებიდან. ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას. პუტინმა მიზეზად ის დაასახელა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს ხელშეკრულების რატიფიკაცია არ მოუხდენიათ, და მის პირობებს არ იცავენ. დე ჰოოფ სხეფერის თქმით, პუტინის გადაწყვეტილება მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაადასტურა. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ნატოს მოკავშირეები რუსეთის გადაწყვეტილების გამო ”ღრმა შეშფოთებას” გამოთქვამენ. მისი თქმით, ნატოს წევრი ქვეყნები ამ ხელშეკრულებას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევენ ევროპის უსაფრთხოებისთვის. ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება 1990 წელს გაფორმდა, და მას ნატოს წევრმა ქვეყნებმა, და ვარშავის ხელშეკრულებით გაერთიანებულმა ქვეყნებმა მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება შეიცვალა 1999 წელს, ვარშავის ხელშეკრულების დაშლის, და ნატოს გაფართოების შემდეგ. ხელშწკრულების შეცვლილი ვერსია მხოლოდ ოთხ ქვეყანას აქვს რატიფიცირებული - ბელორუსიას, ხაზახეთს, რუსეთს და უკრაინას. ნატოს წევრები აცხადებენ, რომ განახლებული ხელშეკრულების რატიფიკაციას მას შემდეგ მოახდენენ, რაც რუსეთი 1999 წელს დადებულ პირობას
შეასრულებს და თავის ძალებს საქართველოდან და მოლდავეთიდან გაიყვანს.
XS
SM
MD
LG