Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს


შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი

შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი
ჯორჯ ტენეტი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის და თეთრი სახლის სხვა წარმომადგენლებს ადანაშაულებს იმაში, რომ მათ ერაყში ომი ვითარების სერიოზული გაანალიზების გარეშე დაიწყეს. ტენეტი განსაკუთრებით გააღიზიანა იმან, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ მას დააკისრა პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ არ დადასტურდა ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობა. "თქვენ გსურთ, თავიდან მოიცილოთ ვიღაც და მიგაჩნიათ, რომ ეს კეთილშობილური საქციელია? ჩემი აზრით არ არის. მე ასე არ ვფიქრობ. ბოლოს და ბოლოს ერთადერთი, რაც ადამიანს აქვს ამ სამყაროში, ესაა ნდობა და ღირსება. რეპუტაცია, რომელიც ნდობასა და პირად ღირსებაზეა დამყარებული. და როცა ამას გართმევენ - თავად წარმოგიდგენიათ - ნდობას უკან ვერ დაიბრუნებ," თქვა ტენეტმა ამერიკის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში. 30 აპრილს გამოდის ტენეტის წიგნი "ქარიშხლის შუაგულში", რომელიც ერაყის ომს ეძღვნება.

XS
SM
MD
LG