Accessibility links

კოსოვოს ლიდერებმა გაეროს უშიშროების საბჭოს


კოსოვოს ლიდერებმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდეს, პროვინციას სერბიისგან დამოუკიდებლობა მიანიჭოს.

კოსოვოს ლიდერებმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდეს, პროვინციას სერბიისგან დამოუკიდებლობა მიანიჭოს.
უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები კოსოვოში ჩავიდნენ ვითარების ადგილზე გასაცნობად მანამდე, სანამ გაეროში კოსოვოს თაობაზე კენჭისყრა გაიმართებოდეს. ხუთშაბათს ბელგრადმა კვლავ განაცხადა, რომ კოსოვო სერბიის შემადგელობაში უნდა დარჩეს. კოსოვოს თაობაზე გაეროს გეგმა ითვალისწინებს პროვინციისთვის ფაქტობრივი დამოუკიდებლობის მინიჭებას საერთაშორისო ზედამხედველობით. რუსეთი, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს, მოითხოვს, ბელგრადსა და კოსოვოელ ალბანელებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG