Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ გაფრთხილება


თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ გაფრთხილება, რომელიც მან ქვეყნის

თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ გაფრთხილება, რომელიც მან ქვეყნის
შეიარაღებული ძალებისგან მიიღო, მიუღებელია. მას შემდეგ, რაც სამხედრო უწყებამ მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა, რომელშიც შეშფოთება გამოხატა პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდის ჩავარდნის გამო, პრემიერ მინისტრმა, რეჟეპ ტაიპ ერდოანმა, ქვეყნის მინისტრებთან გამართა შეხვედრა. იუსტიციის მინისტრმა, ქემილ ქიცეკმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების მხრიდან მთავრობის ამგვარად გაფრთხილება ”დემოკრატიული წყობისთვის მიუღებელია”. თურქეთის შეიარაღებულ ძალებს ევროკავშირმა და შეერთებულა შტატებმაც მოუწოდეს, პატივი სცენ დემოკრატიას.
XS
SM
MD
LG