Accessibility links

logo-print

ერაყის ქალაქ ქარბალაში, შიიტურ მეჩეთთან


ერაყის ქალაქ ქარბალაში, შიიტურ მეჩეთთან ახლოს, დანაღმული მანქანა აფეთქდა,

ერაყის ქალაქ ქარბალაში, შიიტურ მეჩეთთან ახლოს, დანაღმული მანქანა აფეთქდა,
რასაც მინიმუმ 58 ადამიანის სიკვდილი, და სულ მცირე 170 ადამიანის დაშავება მოჰყვა. აფეთქება ხალხმრავალ ადგილას მაშინ მოხდა, როდესაც ადამიანები საღამოს ლოცვაზე მიდიოდნენ. აფეთქებას ქაოსი მოყვა. რამდენიმე მანქანას ცეცხლი მოეკიდა. აფეთქების შემდეგ აღშფოთებული ერაყელები ინცინდენტის ადგილას შეგროვდნენ. ზოგი პოლიციას ქვებს ესროდა, და აცხადებდა, რომ ის ხალხს სათანადოდ ვერ იცავს. ხალხის დასაშლელად პოლიციამ ჰაერში ისროლა. ორიოდე კვირის წინ, ქარბალას ამავე უბანში, ავტობუსის სადგურთან მომხდარმა აფეთქებამ 40 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG