Accessibility links

logo-print

რატომ არ გაათავისუფლა სასამართლომ შეიარაღებული ამბოხის მხარდაჭერაში ბრალდებული ირაკლი ბათიაშვილი


30 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში

ირაკლი ბათიაშვილის სასამართლო პროცესი განახლდა. საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრსა და პოლიტიკური მოძრაობა „წინ, საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ბრალი ედება ემზარ კვიციანის მიერ მოწყობილი შეიარაღებული ამბოხის ინტელექტუალურ მხარდაჭერაში. თავად ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც 2006 წლის 29 ივლისს დააპატიმრეს, ბრალდებას უარყოფს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. 30 აპრილს ბათიაშვილის ადვოკატებმა მისი გათავისუფლების შესახებ 3 შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ ისინი არ დააკმაყოფილა.

ცხრა თვე და 1 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ირაკლი ბათიაშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით კი, წინასწარი პატიმრობა ცხრა თვეს უნდა შეადგენდეს. ამ და კიდევ ევროპული კონვენციებისა და საქართველოს სისხლის სამართლის ნორმების მოშველიებით, ირაკლი ბათიაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს ბათიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს:

[სოსო ბარათაშვილის ხმა] ”მოვითხოვ განსასჯელ ირაკლი ბათიაშვილის მიმართ პატიმრობის გაუქმებასა და პატიმრობიდან გათავისუფლებას.”

ადვოკატ სოსო ბარათაშვილის ამ შუამდგომლობას დარბაზი ტაშით შეხვდა, რის გამოც მოსამართლე მაია თეთრაულის შენიშვნაც მიიღო.

[ტაში]

[მაია თეთრაულის ხმა] ”...სახლიდან რომ გამოდიოდით, სად მიდიოდით, თეატრში?...”

შუამდგომლობის შესახებ მოსაზრება სახელმწიფო ბრალმდებელმა ირაკლი კობიძემაც გამოთქვა:

[ირაკლი კობიძის ხმა]

მოსამართლე ამ პოზიციას დაეთანხმა და ირაკლი ბათიაშვილი არც უკანონო პატიმრად მიიჩნია და არც წინასწარი პატიმრობის ვადები ჩათვალა დარღვეულად.

დაცვის მხარემ მეორე შუამდგომლობაც დააყენა და ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლება მოითხოვა იმის გამო, რომ ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა მოსამართლის მიერ ბოლო ეტაპზე კონკრეტულად არ იყო განსაზღვრული. მოსამართლე მხოლოდ წინა გადაწყვეტილებებს ეთანხმებოდა, რომელთა ვადა უკვე ამოწურულია.
მიუხედავად ამისა, მოსამართლე თეთრაულმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ისევე როგორც უარი თქვა მესამე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე ბათიაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ. ამგვარად წარმართული სასამართლო პროცესის შემყურე ირაკლი ბათიაშვილმა განცხადების გაკეთების უფლება ითხოვა:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] ”ვარ პოლიტიკური პატიმარი, ჩემი მოსაზრებებისთვის დაპატიმრებული. და ახლა, ყოველგვარი ვადების დარღვევით, ახლა ვარ უკანონო პატიმარი. მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურთ...”(სტილი დაცულია)

სასამართლო პროცესის მსვლელობით პატიმარ ირაკლი ბათიაშვილთან ერთად უკმაყოფილონი დარჩნენ როგორც მისი დამცველები, ასევე ბათიაშვილის ახლობლებიც. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის კომენტარი:

[გელა ნიკოლაიშვილის ხმა] ”ცხრა თვის განმავლობაში...”

სასამართლოს გადაწყვეტილება გაუგებარია ირაკლი ბათიაშვილის ცოლის მაია ბათიაშვილისთვისაც:

[მაია ბათიაშვილის ხმა] ”...ვნახოთ, რა იქნება”
XS
SM
MD
LG