Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში კორტებთან, სადაც ერთი წლის


თბილისში კორტებთან, სადაც ერთი წლის წინ სპეცოპერაციისას მოკლეს ორი ახალგაზრდა კაცი, საპროტესტო აქცია გაიმართა.

თბილისში კორტებთან, სადაც ერთი წლის წინ სპეცოპერაციისას მოკლეს ორი ახალგაზრდა კაცი, საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციაში მონაწილეობდნენ მოკლულების - ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის - ახლობლები, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლტიკური პარტიების წარმომადგენლები. შემდეგ მათ მიაშურეს იმ ადგილს, სადაც, ასევე სპეცოპერაციისას, 2004 წლის ნოემბერში იქნა მოკლული ამირან რობაქიძე და მიაშურეს შარდენის ქუჩას სანდრო გირგვლიანის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად და მისი მკვლელობის ორგანიზატორთა პასუხისგებაში მიცემის მოსათხოვად. სანდრო გირგვლიანი შარშან იანვარში იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG