Accessibility links

logo-print

ერაყის პოლიციის ინფორმაციით, ბაღდადის სამხრეთით


ერაყის პოლიციის ინფორმაციით, ბაღდადის სამხრეთით მოწყობილი აფეთქების შედეგად 11-მდე ადამიანი დაიღუპა.

ერაყის პოლიციის ინფორმაციით, ბაღდადის სამხრეთით მოწყობილი აფეთქების შედეგად 11-მდე ადამიანი დაიღუპა.
აფეთქება ქალაქ ალ-ჰილაში მიკროავტობუსში ჩამონტაჟებული ბომბით მოეწყო. ხოლო ჭურვებით განხორციელებულმა იერიშმა სულ მცირე სამი კაცი მოკლა ალ-მაჰმუდიაში, ბაღდადის სამხრეთით. ასევე სამხრეთ რეგიონში პოლიციელი მოკლეს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა. ამასობაში გავრცელდა ცნობა, რომ ერაყის სამხედრო უწყებამ აკრძალა მძიმე ავტომანქანების გადაადგილება ბაღდადში ხიდების უმრავლესობაზე, რისი მიზანიც, როგორც ჩანს, მეამბოხეების იერიშების თავიდან აცილებაა.
XS
SM
MD
LG