Accessibility links

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ვერ გააუქმა


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ვერ გააუქმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვეტო, რომელიც მან გამოიყენა ერაყიდან

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ვერ გააუქმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვეტო, რომელიც მან გამოიყენა ერაყიდან
ჯარების გაყვანასთან დაკავშირებული კანონპროექტის წინააღმდეგ. პრეზიდენტის ვეტოს გასაბათილებლად წარმომადგენელთა პალატაში საჭიროა ხმების ორი მესამედის უმრავლესობა - კენჭისყრისას კი პრეზიდენტის ვეტოს წინაღამდეგი იყო 222 კონგრესმენი, მომხრე - 203. სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ასე განმარტა თავისი გადაწყვეტილება, ვეტო გამოეყენებინა კანონპროექტის წინაღამდეგ, რომელიც ითვალისწინებს ერაყიდან აშშ-ის საბრძოლო შენაერთების გაყვანის წელს დაწყებას: [ჯორჯ ბუშის ხმა] "უაზრობაა, მტერს აცნობო, როდის აპირებ ჯარის გაყვანას. ამ თარიღს თავის კალენდარში ხომ ყველა ტერორისტი მოინიშნავს, რათა მოახდინონ ძალების კონცენტრაცია, ჩამოაგდონ ერაყის კანონიერი მთავრობა და ქვეყანა საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ. დარწმუნებული ვარ, ერაყიდან ჩვენი წასვლის თარიღის დადგენა ერაყელ ხალხში დემორალიზაციას გამოიწვევს, ფრთებს შეასხამს მკვლელებს მთელს ახლო აღმოსავლეთში და იქცევა ნიშნად იმისა, რომ ამერიკა ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს." იუწყებიან აგრეთვე, რომ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ერაყში დახმარებისთვის. მან ფლორიდაში, აშშ--ის ცენტრალური სარდლობის შტაბ-ბინაში გამოსვლისას აღნიშნა, რომ აფასებს საქართველოს გადაწყვეტილებას, ერაყში სამხედრო კონტინგენტის 2000-ს კაცამდე გაზრდის შესახებ.
XS
SM
MD
LG