Accessibility links

logo-print

3 მაისს, გვიან საღამოს ბევრისთვის


3 მაისს, გვიან საღამოს ბევრისთვის მოულოდნელად გავრცელდა ცნობა აფხაზეთში დაკავებული სამი ქართველი სტუდენტის

3 მაისს, გვიან საღამოს ბევრისთვის მოულოდნელად გავრცელდა ცნობა აფხაზეთში დაკავებული სამი ქართველი სტუდენტის
- ლევან ღაჭავას, ივერი ყორშიასა და კობა რიგვავას გათავისუფლების შესახებ. თუმცა ჯერჯერობით არ დაზუსტებულა ინფორმაცია, თუ როგორ მოხერხდა მათი გათავისუფლება. საუბარია სამ ქართველ სტუდენტზე, რომლებიც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გალის რაიონში 1 მარტს დააკავა. ახალგაზრდები ადგილობრივ მოსახლეობას აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ. გათავისუფლებულები თბილისში შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც ისინი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. მოგვიანებით, პრეზიდენტი სახელმწიფო კანცელარიის ეზოში შეკრებილ მოზეიმე ახალგაზრდებთან გავიდა და მათ სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი გზავნილი ასეთი იყო: (მიხეილ სააკაშვილის ხმა) "აფხაზეთში იცხოვრებენ ქართველებიც და აფხაზებიც, მაგრამ ვეღარ იცხოვრებენ მშვიდად ისინი, ვინც მიიჩნევს, რომ ქართველები ვერ იცხოვრებენ. ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ ვერასდროს ფაშისტური იდეოლოგია ვეღარ გავა." (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG