Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო კონფერენციამ დაამტკიცა ხუთწლიანი გეგმა


საერთაშორისო კონფერენციამ დაამტკიცა ხუთწლიანი გეგმა,

საერთაშორისო კონფერენციამ დაამტკიცა ხუთწლიანი გეგმა,
რომელმაც ერაყში სტაბილური ცხოვრება უნდა უზრუნველყოს. ამ გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, ერაყთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციის პირველი დღის მიწურულს, ეგვიპტის კურორტ შარმ ელ-შეიხში. "საერთაშორისო პაქტად" წოდებულ ინიციატივას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი დააფინანსებს.მანამდე, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური მალიკიმ მიმართა ყველა ქვეყანას "ჩამოუწერონ" ერაყს საგარეო ვალი, რომელიც ამჟამად, ჯამში, დაახლოებით 5 მილიარ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG