Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰავის ცვლილების საკითხებზე გაეროს ეგიდით


ჰავის ცვლილების საკითხებზე გაეროს ეგიდით მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებმა განაცხადეს,

ჰავის ცვლილების საკითხებზე გაეროს ეგიდით მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებმა განაცხადეს,
რომ გლობალურ დათბობასთან წარმატებით საბრძოლველად აუცილებელია, მკვეთრად შემცირდეს ნახშირორჟანგის გამოყოფა. საგანგებო სამთავრობათაშორისო კომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2050 წლისთვის ემისიის ყოველწლიური მოცულობა, 21-ე საუკუნის დასაწყისთან შედარებით, სულ ცოტა, ორჯერ უნდა შემცირდეს. მეცნიერთა აზრით, ასეთ შემთხვევაში დედამიწაზე ჰაერის ტემპერატურის ზრდა ორი გრადუსით განისაზღვრება. მათივე მტკიცებით, ტემპერატურის უფრო მნიშვნელოვან ზრდას სერიოზული უარყოფითი შედეგები მოჰყვება. აი, რა თქვა კონფერენციაზე გამოსვლისას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარემ, რაჯენდრა პაჩაურიმ [რაჯენდრა პაჩაურის ხმა]: "ყველაზე ძლიერი უწყება ამ ანგარიშში არის ის, რომ ადამიანთა მთელი საზოგადოება უნდა შეუდგეს ახლებური ცხოვრების სტილისა და მოხმარების ახალი მოდელების ძებნას."
XS
SM
MD
LG