Accessibility links

logo-print

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით,

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით,
აფხაზთა მხარის მიერ სამი ქართველი სტუდენტის გათავისუფლება კეთილი ნების ჟესტი იყო. სანაცვლოდ სოხუმი თბილისისგან ითხოვს, გათავისუფლებულ იქნეს გალის ადმინისტრაციის თანამშრომელი დავით სიგუა. სამი სტუდენტი აფხაზთა მხარემ გუშინ, ორთვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისინი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, სტუდენტები მას შემდეგ გამოუშვეს, რაც საქმეში მიხეილ სააკაშვილი ჩაერია და შესაბამისი საუბარი გამართა სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. რაც შეეხება სამი თვის წინ გაუჩინარებულ დავით სიგუას, თბილისი კატეგორიულად უარყოფს სპეცსამსახურების მიერ მისი დაკავების ფაქტს.
XS
SM
MD
LG