Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით,

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით,
საქართველო არ აწარმოებს რაიმე სახის მოლაპარაკებებს აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების თაობაზე და არც გეგმავს ამ საკითხზე საუბარს. მან "არასწორად გაგებული" ან "გაუგებრობა" უწოდა ბრიტანეთის გაზეთ "ფაინენშლ ტაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების ინტერპრეტაციებს. "ჩემი ციტატების ცალკეული ფრაგმენტები კონტექსტიდან მოწყვეტილად გავრცელდა" - იტყობინება 4 მაისს საგარეო უწყება ბეჟუაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.
XS
SM
MD
LG