Accessibility links

logo-print

ერაყისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში, რომელიც


ერაყისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში, რომელიც 2 დღის მანძილზე ეგვიპტის

ერაყისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში, რომელიც 2 დღის მანძილზე ეგვიპტის
კურორტ შარმ ელ-შეიხში მიმდინარეობდა, ვერ მოხერხდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩერ მოტაკის შეხვედრა. თუმცა, ხელისუფალთა განცხადებით, ხანმოკლე საუბარი გაიმართა ორი ქვეყნის შედარებით დაბალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის. ვრცელდება ცნობა იმის თაობაზე, რომ ვახშმი, რომელზეც კონფერენციის სხვა დელეგატებთან ერთად კონდოლიზა რაისიც იმყოფებოდა, მოტაკიმ დროზე ადრე დატოვა. სავარაუდო მიზეზად სახელდება უკრაინელი მევიოლინე ქალის ჩაცმულობა. მას, ისლამური სტანდარტებისთვის მიუღებლად, სხეული არასაკმარისად ჰქონდა შემოსილი.
XS
SM
MD
LG