Accessibility links

logo-print

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთმა კანდიდატმა


თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთმა კანდიდატმა

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთმა კანდიდატმა
აბდულა გიულმა მოხსნა თავისი კანდიდატურა. ამის შესახებ მან განაცხადა მას მერე, რაც თურქეთის პარლამენტში უშედეგოდ დასრულდა პრეზიდენტის არჩევის მეორე მცდელობა. ოპოზიციამ ამჯერადაც ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტის სხდომას და კვორუმი ვერ შედგა. არჩევნების პირველი ტური საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ასევე კვორუმის არარსებობის გამო. იმის პერსპექტივამ, რომ ისლამისტური პარტიის წევრი გიული ქვეყნის პრეზიდენტი შეიძლება გახდეს, თურქეთში სეკულარული სახელმწიფოს მომხრეთა მასობრივი გამოსვლები გამოიწვია. არმიამ, რომელიც ტრადიციულად საერო ხელისუფლების დამცველია, ასევე გამოხატა თავისი მკვეთრი უკმაყოფილება.


XS
SM
MD
LG